დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ავსტრიის ელჩმა თომას მიულმანმა და იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარემ, იულია ხარაშვილმა, დღეს „მხარდაჭერის სახლის“ დმანისის ფილიალი გახსნეს. კობა მურადაშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და განაცხადა, რომ თვითმმართველობა ყოველთვის იდგება იმ ორგანიზაციების და ინიციატივების გვერდით, რომელიც მათ მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა უფლებებისა და სიცოცხლის დაცვას მოემსახურება. მერია მიიჩნევს, რომ „მხარდაჭერის სახლის“ მომსახურებები ემსახურება აღნიშნულს და შესაბამისად, ყოველთვის უნდა გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი. ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ამ და სხვა მიმართულებებით განხორციელებული დახმარებისთვის და წარმატებასა და გაფართოებას ვუსურვებთ ახლადგახსნილ ცენტრს. ღონისძიება ორგანიზებული იყო პროექტის „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრებისათვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ფარგლებში; პროექტი დაფინანსებულია „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს“ მიერ და საქართველოში მას ახორციელებს Hilfswerk International-ი იგპ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა", ,,საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია" და ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან" თანამშრომლობით.
სიახლეები
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
161
დეკ 30 ორშ 2024
676
ნოემ 22 პარ 2024
600