დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამუშაო შეხვედრა ინკლუზიური შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის საქველმოქმედო გეგმების შემუშავებაზე
28 ნოემ 2016
 

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ქალთა ოთახში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ინკლუზიური შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის საქველმოქმედო გეგმების შემუშავებას დაეთმო.
შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი - ბესიკ ტეფნაძე, გაზეთ ,,ინტერნაციონალ ჯორჯიას“ რედაქტორი ნინო შალამბერიძე, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ეკატერინე ოქრიაშვილი. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ასევე დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზოგადი საჭიროების მქონე ბავშვები, რომლებსაც შეხვედრის დასასრულს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მეგი ედიბერიძემ მუნიციპალიტეტის სახელით საკვები პროდუქტები გადასცა. პატარები სიმბოლური საჩუქრებით გაახარა ასევე გაზეთ ,,ინტერნაციონალ ჯორჯიას“ რედაქტორმა ნინო შალამბერიძემ. შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა და მასპინძლებმა გადაიღეს ერთობლივი სამახსოვო ფოტები, რის შემდეგაც გადაინაცვლეს ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრში ღონისძიებაზე დასასწრებად, რომელიც ორგანიზებული იყო დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით.

მეგი ედიბერიძე - დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი

მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ღონისძიებაზე დასწრებისათვის, რომელიც ზოგადი საჭიროების მქონე ბავშვებს დაეთმო, ბავშვებს რომლებმაც უნდა იგრძნონ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად და ჩვენ ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მათი აქტიური ჩართულობა საზოგადოებაში, როგორც კულტურული, ასევე სოციალური კუთხით. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რადგან როგორც სოცილაური მომსახურების სააგენტოს თანადგომა, ასევე გაზეთ ,,ინტერნაციონალის“ მხარდაჭერა დიდია ამ მართლაც და კეთილშობილურ საქმეში და რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტის გამგებლის მხარდეჭერით ინკლუზიური შესაძლებლობის მქონე პატარები კიდევ ბევრ ღონისძიებაზე მიიღებენ მონაწილეობას.“

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4562
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები