დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქებსა და ქვემო ქართლის რეგიონის ქალაქებს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა.
14 ივლ 2022
 
„ჩვენს ქვეყნებს მეგობრობის დიდი ხნის ისტორია აკავშირებთ. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზურაბ პატარაძესთან ერთად აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შევხვედროდით.
მჯერა, დღეს მნიშვნელოვანი დღეა. აზერბაიჯანისა და ქვემო ქართლის ქალაქებს შორის გაფორმებული დაძმობილების მემორამდუმი კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩვენს მეგობრობასა და თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ქვემო ქართლის რეგიონსა და აზერბაიჯანის ქალაქებს შორის არსებული ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას და სექტორული კავშირების გაფართოებას"- ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი.
დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და აზერბაიჯანის შემდეგ ქალაქებს შორის:
მარნეული - შამქირი; გარდაბანი - აღსტაფა; ბოლნისი - გოიგოლი; დმანისი - დაშკესანი.
გიორგი დოხტურიშვილი სამხარეო დელეგაციასთან ერთად ვიზიტის ფარგლებში შეხვდა დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის, ასევე მოინახულა „მარადიული ჩირაღდნის“ ძეგლი, შეჰიდთა ხეივნი და საფლავებს ყვავილების თაიგულებით პატივი მიაგო.
გიორგი დოხტურიშვილთან ერთად სამხარეო დელეგაციას წარმოადგენდა: სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები: დავით კარგარეთელი, ნინო ლაცაბიძე, დავით შერაზადიშვილი, კენან ომაროვი, კობა მურადაშვილი, ილია საბაძე, გიორგი წიკლაური და რუსთავის საკრებულოს წევრი მამუკა ხელაია.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1689
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები