საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით, გამოჩენილი ქართველი არტისტის, ზინაიდა კვერენჩხილაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი ცხოვრება დაიწყო. ახალგაზრდა მსახიობებისგან ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი დასი; თეატრს გამოეყო დაფინანსება სადადგმო ხარჯისათვის; მიმდინარეობს მუშაობა შენობის რეკონსტრუქციისათვის. თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელთან, გიორგი სიხარულიძესთან თანამშრომლობით კი, სამინისტრო აქტიურად მუშაობს თეატრის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრაზე. ზინაიდა კვერენჩხილაძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ საღამოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სიახლეები
დმანისის თეატრმა ზინაიდა კვერენჩხილაძის 90 წლის იუბილე აღნიშნა.
21 სექ 2022
მნახველთა რაოდენობა: 2624
სიახლეები
ნოემ 22 პარ 2024
29
ნოემ 14 ხუთ 2024
337
ნოემ 12 სამ 2024
451
ნოემ 08 პარ 2024
513
ნოემ 01 პარ 2024
717
ოქტ 31 ხუთ 2024
617