დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და HEKS-EPER Georgia-ს პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის” მენეჯერმა, გიორგი თვალიაშვილმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტის ხელმოწერის მთავარ მიზანს მხარეებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება წარმოადგენს. თანამშრომლობის სფერო მოიცავს შემდეგს: საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აქტივისტთა ჯგუფების გაძლიერება; ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გაძლიერება, მონაწილეობრივი დაგეგმვა და ბიუჯეტირების პროცესის დანერგვა და გაუმჯობესება; თანამონაწილეობითი ადვოკატირების კამპანიების განხორციელება; მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დონის ამაღლება; ეთნიკური უმცირესობების პრიორიტეტების და თემთა შორისი ურთიერთობების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა; კერძო სექტორის, ადგილობრივ ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებთან დიალოგისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერება; ადგილობრივი და რეგიონული მედია საშუალებების გაძლიერება.
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტსა და HEKS EPER Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
26 სექ 2022
მნახველთა რაოდენობა: 4536
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
სიახლეები
თებ 28 შბ 2026
500
თებ 24 სამ 2026
979
თებ 14 შბ 2026
1060

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































