დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მაია ხმალაძესთან ერთად, სოფელ ბოსლებისა და მაშავერას საჯარო სკოლიდან, დმანისის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა. დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ხმალაძემ წლის დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო, მაშავერას საჯარო სკოლის პედაგოგს, ლალი კოდელაშვილს გადასცა, ხოლო თამარ ადამიას მენტორის სტატუსის მიღება პირადად მიულოცა. სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მცირე საზეიმო ღონისძიება გამართეს. კობა მურადაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე - მურაზი აბრამიშვილი.
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
162
დეკ 30 ორშ 2024
676
ნოემ 22 პარ 2024
600