ხანდაზმულთა დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ქალთა ასოციაცია ,,თანხმობისა” და “დმანისის მხარდაჭერის სახლის”ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილესთან, თემური ზურაბიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად, რომლებმაც დმანისის მხარდაჭერის სახლის დღის ცენტრის ბენეფიციარებს ხანდაზმულთა დღე მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და შემოდგომის კუთხე, სადაც გამოიფინა შემოდგომის ხილი და ნობათი, მოდუღდა თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები. დმანისის დღის ცენტრის ბენეფიციარები თავიანთი შემოქმედებით, ლექსებით და სიმღერებით წარდგნენ სტუმრების წინაშე, ღონისძიების დაწყებამდე მათ შორის გაიმართა ნარდისა და ჭადრაკის ტურნირი, გამარჯვებულებს კი გადაეცათ პრიზები.
სიახლეები
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
123
დეკ 30 ორშ 2024
676
ნოემ 22 პარ 2024
597