დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და მერის მოადგილეები: კახა პეტრიაშვილი და თემური ზურაბიშვილი. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებს ვიწყებთ. პირადად მათგან მოვისმენთ იმ საჭიროებებს, რაც ჩვენი მოქალაქეებისწინაშე დგას. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული და ჩვენ მათთან ერთად მუნიციპალიტეტის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს", განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
275
ივნ 24 ოთხ 2026
280
ივლ 05 კვ 2026
1056
ივლ 04 შბ 2026
1057
ივნ 29 ორშ 2026
1200

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































