დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
17 თებ 2023
 
26 იანვრიდან დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები თითოეულ სოფელში, ადგილობრივი თემისთვის პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებს მოსახლეობასთან ერთად განიხილავდნენ.
წყალი, გარე განათება, სკვერისა და სველი წერტილების, სანიაღვრე არხების მოწყობა, გზის მოხრეშვა - ეს ის ძირითადი საჭიროებებია, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან სოფლის საერთო კრებებზე ყველაზე ხშირად დასახელდა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის განცხადებით, 2023 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 686 000 ლარი დაიხარჯება, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა დაემატება და თითოეულ სოფელში ის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება რომელიც მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა. შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3786
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები