ღონისძიება, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ორგანიზებით მოეწყო და მასში, პროექტის - ,,მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა პროექტის -“საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































