დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და Group Cobra-ს საქართველოს ფილიალის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს
28 მარ 2023
 
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, Group Cobra-ს საქართველოს ფილიალის წარმომადგენლებთან. აღნიშნული კომპანია ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტში ქალაქ დმანისსა და 21 დასახლებულ პუნქტში წყალმომარაგების სრული რეაბილიტაციისთვის მეორე ეტაპის სამუშაოებს, რომელიც ითვალისწინებს მაგისტრალური მილსადენების და სათავე ნაგებობის მშენებლობას.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტის დეტალები, სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და დმანისის მუნიციპალიტეტის 15 % იანი თანადაფინანსებით.
"პროექტის დასრულების ვადები განსაზღვრულია 15 კალენდარული თვე და დასრულდება 2024 წლის მაისში. პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის და 22 დასახლებულ პუნქტში მაგისტრალური მილსადენების მოწყობას. პროექტის ღირებულება შეადგენს 17 361950 ლარის", ნათქვამია კობა მურადაშვილის განცხადებაში.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი ვიქტორ ქრისტესიაშვილი.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2638
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები