დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა, სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების და პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
4. დადგენილება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ.
5.განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტში 2023 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის მოწონების თაობაზე’’დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის №გ-109.109230584 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6.დადგენილება: „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
7.განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების 2023 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ ‘’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 იანვრის №გ-109.109230173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8.განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქონების (ფართი) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 01 აგვისტოს Nგ-109.109222132 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
9.განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების) აუქციონის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
10.განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
11.დადგენილება: დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის და კვებთი უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა
30 მარ 2023
მნახველთა რაოდენობა: 1899
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
123
დეკ 30 ორშ 2024
676
ნოემ 22 პარ 2024
597