შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობასა და ასევე, მშენებლობის მიმდინარეობისას დაზიანებული გზის საფარის მდგომარეობაზე, მშენებელი კომპანია აცხადებს, რომ პროექტი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით და მილსადენის გაყვანის დასრულებისთანავე აღდგება გზის დაზიანებული საფარი.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ლევან მანთაშაშვილი და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.