გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის “დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში” (DGG) ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დმანისის მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე, ახალგაზრდულ პოლიტიკაზე, მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში ერთ დღეს გაატარებენ და საჯარო მოხელეების სამუშაო პროცესის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან.