შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დმანისის მუნიციპალიტეტში ქალთა ფეხბურთის განვითარება და ხელშეწყობა.
"დმანისის მუნიციპალიტეტისთვის ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივა. დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტში, კერძოდ, ფეხბურთში ბავშვების ჩართულობას და ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას მივცეთ ამის შესაძლებლობა. ეს პროექტი ბავშვებისთვის არის საშუალება, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იყვნენ სპორტულები და აქტიურები", ნათქვამია დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის განცხადებაში.