დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

️ დმანისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა
26 ივლ 2023
 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტში ახლად მოწყობილი სკვერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.

სკვერის მოწყობის სამუშაოები დაფინანსდა როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან და მისმა სრულმა ღირებულებამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში:

მოეწყო რეკრეაციული და საბავშვო სივრცეები;

გაკეთდა ბილიკები, ასევე დამონტაჟდა ტრენაჟორები და საქანელა სკამები;

მოეწყო წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის სისტემა;

სივრცე ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. 

„მისასალმებელია, რომ დმანისს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. პროექტის ფარგლებში მოწყობილია გასართობი და სავარჯიშო სივრცეები როგორც მოზარდებისთვის, ისე ბავშვებისთვის. ჩემთვის პრიორიტეტულია, ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრობდეს“ - კობა მურადაშვილი.

ახალი რეკრეაციული სივრცე სახელმწიფო რწმუნებულმა მოადგილესთან, ილია ჯალაღანიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4324
 
 
 
სიახლეები
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები