დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი უძღვებოდა.
28 ივლ 2023
 

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები  განიხილეს 

დადგენილება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის  8 დეკემბრის N 29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

დადგენილება: დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ.

 დადგენილება: დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.

განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერისათვის  მოიჯარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხელოს გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ თანხმობის მიცემის  თაობაზე.

განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ.

განკარგულება:  ,,დმანისის მუნიციპალიტეტში 2023  წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების  ნუსხის მოწონების თაობაზე’’დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის №გ-109.109230584 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

განკარგულება: ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დმანისის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ’’   დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 მარტის №გ-109.109230895 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3769
 
 
 
სიახლეები
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები