ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ქალაქ დმანისის N 1 და N 3 საჯარო სკოლებიდან მიულოცა.
კობა მურადაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მაია ხმალაძე.
მერმა დმანისის მუნიციპალიტეტის სახელით პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, დავით ქრისტესიაშვილი 1000 ლარიანი ვაუჩერით დააჯილდოვა,
რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე100 % გრანტი მიიღო, ხოლო დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ხმალაძემ, მესამე საჯარო სკოლის პედაგოგს, ლიანა რატიანს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო გადასცა.