მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მაია ხმალაძესთან ერთად მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, რის შემდეგაც ქალაქ დმანისში ხირდალანის სამუსიკო სკოლის კოლექტივის მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.
აზერბაიჯანის ელჩმა ფაიკ გულიევმა, ამამლოს საჯარო სკოლას საჩუქრად კომპიუტერი გადასცა.
“მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას, მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული თქვენთაგანისათვის.
ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად იყოს გამართული. სოფელ ამამლოს სკოლა სრულად რეაბილიტირდა გასულ წელს. მოეწყო საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, ბიბლიოთეკა, სპორტული ღია და დახურული მოედანი, მოწესრიგდა გარე პერიმეტრი. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის"- განაცხადა მიმართვისას დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.