სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა და დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა.
"დმანისობა 2023" - ის ფარგლებში, აღსანიშნავად იმისა, რომ 900 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა ქალაქ დმანისის შემოერთებით საქართველოს გაერთიანება დაასრულა, თეატრალური ღონისძიება სამეფო ნადიმი გაიმართა.
ღონისძიების პროგრამა იყო მრავალფეროვანი. მოეწყო საგამოფენო, სამკითხველო სივრცეები, გაიმართა სპორტული აქტივობები, საპატიო დმანისელებისა და ჩოხოსნების დაჯილდოების ცერემონიალი.
ღონისძიება დაასრულა ჯგუფმა არგომ საზეიმო კონცერტით.