დიპლომების გადაცემის ცერემონიალს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ომიაძე ესწრებოდა.
შვიდმა სტუდენტმა ორწლიანი პროფესიული პროგრამა დაამთავრა ფერმერობის და რძის პროდუქტების წარმოების მიმართულებით.
საკვალიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სახელმწიფო პროფესიული დიპოლომი მიიღო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეუორნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ღონისძიებაზე დასასწრებად შვეცარიიდან სპეციალურად ჩამოვიდა დელეგქცია, მათ შორის შვეიცარიის ყველაზე დიდი კანტონის გრაუბიუნდენის მთავრობის წარმომადგენელი, პარტნიორი სკოლა პლანტაჰოფისა და სხვადასხვა შვეიცარიული ფონდების წარმომადგენლები.