კობა მურადაშვილის განცხადებით, დმანისის ეკონომიკური და სოციალური კუთხით გაძლიერებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რაც 2024 წელსაც გაგრძელდება.
ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი, დეპუტატი, სოზარ სუბარი, ქალაქ დმანისისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.