ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.კერძოდ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, შენობას უტარდება სრული რეაბილიტაცია, ილესება და იღებება როგორც შენობის შიგნით ასევე გარე ფასადი.ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ბიბლიოთეკის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს სადაც იფუნქციონირებს ელექტრონული ბიბლიოთეკაც. სერვის ჯგუფისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე არსებულ შენობას უტარდება სრული რეაბილიტაცია საოფისედ, ეზო შემოიღობა და მოეწყო ავტო ფარეხები. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 989756 შეადგენს.ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია და დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი.
სიახლეები
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დმანისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს
15 მარ 2024
მნახველთა რაოდენობა: 2543
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
119
დეკ 30 ორშ 2024
675
ნოემ 22 პარ 2024
596