სახალხო დღესასწაულს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მერის მოადგილეები: კახა პეტრიაშვილი, თემური ზურაბიშვილი, არიფ სულეიმანოვი, საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ოლეგი გოშუანი, რამიზ რამაზანოვი, აზერ ალიევი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცეები, სხვადასხვა სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა, რომელიც საზეიმო კონცერტით დასრულდა. დმანისში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქუჩაზე აზერბაიჯანული ტრადიციული კუთხე წარმოადგინეს და მოქალაქეებს ჩაით და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. თვითმმართველობის სახელით სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ახსაკალები დაჯილდოვდნენ. აზერბაიჯანელებს სახალხო დღესასწაული ,,ნოვრუზ ბაირამი” თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, ერთად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა, ანარ სულეიმანოვმა მიულოცა.
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტში "ნოვრუზ ბაირამისადმი" მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
20 მარ 2024
მნახველთა რაოდენობა: 2340
სიახლეები
ნოემ 14 ხუთ 2024
319
ნოემ 12 სამ 2024
427
ნოემ 08 პარ 2024
494
ნოემ 01 პარ 2024
702
ოქტ 31 ხუთ 2024
607