სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში, სასკოლო ლიგის ფარგლებში გოგონებსა და ვაჟებს შორის მინი ფეხბურთსა და ფრენბურთში ტურნირი გაიმართა. მინი ფეხბურთში გამარჯვება ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლამ მოიპოვა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლამ დაიკავა. ფრენბურთში გოგონათა შორის პირველი ადგილი N3 საჯარო სკოლამ, მეორე ადგილი N2 საჯარო სკოლამ და მესამე ადგილი N1 საჯარო სკოლამ დაიკავა. ვაჟებში პირველი ადგილი N3 საჯარო სკოლამ, მეორე ადგილი სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლამ და მესამე ადგილი სოფელ განთიადის საჯარო სკოლამ დაიკავა. გამარჯვებულ გუნდებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, კახა პეტრიაშვილმა და არიფ სულეიმანოვმა, მერიის სახელით სიგელები, თასები და ბურთები გადასცეს საჩუქარად. ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
სიახლეები
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
119
დეკ 30 ორშ 2024
675
ნოემ 22 პარ 2024
596