დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნინო ომიაძე და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მაია ხმალაძე ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს, რომელიც თვითმმართველობის ფუნქციებს, ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურებს და მოქალაქეთა ჩართულობას ეხებოდა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობა არის ქვეყნის მომავალი და აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში.
სიახლეები
ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
10 აპრ 2024
მნახველთა რაოდენობა: 2923
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
119
დეკ 30 ორშ 2024
675
ნოემ 22 პარ 2024
596