დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერიის თანამშრომლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, სოციალური აქციის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს და სათნოების სახლის ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტებისგან შემდგარი სააღდგომო ნობათი დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 150-მა ოჯახმა მიიღო.