დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში ამოქმედდა ახალი სოციალური პროგრამა ,,თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი“
04 ივნ 2024
 
დმანისის მუნიციპალიტეტში ამოქმედდა ახალი სოციალური პროგრამა ,,თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი“
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში. პროექტის თანამონაწილეები არიან: დმანისის მერია, ა(ა)იპ ,,სათნოების სახლი“ და ,,მხარდაჭერის სახლი“.
პროექტის მიზანია შეიქმნას თაობათაშორისი ურთიერთმხარდაჭერის სოციალური სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებსა და სოციალურად დაუცველ მოზარდებს მათი სოციალიზაციის, ცოდნის და უნარების გაუმჯობესებას.
,,მხარდაჭერის სახლისა“ და ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარებისათვის განხორციელდება ერთობლივი პროექტი, სადაც დაგეგმილია უფროსი თაობის რესოციალიზაცია და მათი აქტიური ცხოვრების ხელშეწყობა, ასევე მოზარდი თაობის ცოდნის გაღრმავება და მათი ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების გაძლიერება. პროექტი მოსახლეობის სხვადასხვა ასაკის და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო ორგანიზაციის თანამშრომლობით, ქმნის მდგრად, ინოვაციურ სოციალურ მომსახურებას.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ,,დმანისის სათნოების სახლში“ გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებში ,,მხარდაჭერის სახლის“ ბენეფიციარებმა ა(ა)იპ სათნოების სახლის ბენეფიციარ ბავშვებს წარუდგინეს თეატრალური სპექტაკლი, მუსიკალური და გასართობი ნომრები. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2513
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები