დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ორი ჯილდო გადაეცა!
20 მარ 2025
 

დმანისის მუნიციპალიტეტს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ორი ჯილდო გადაეცა! 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ ათეას მიერ გამოცხადებულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო:

 „თაობათა შორის ტექნოლოგიური ხიდი“ – პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა თაობის მოქალაქეების ტექნოლოგიურ განათლებას და მათ შორის კავშირის გაძლიერებას.
 „სოციალური სერვისების გავლენის შეფასების მექანიზმის შემუშავება და დანერგვა“ – ინიციატივა, რომელიც მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამების ეფექტურობის გაზრდას და ბენეფიციარებისთვის რეალური შედეგების უზრუნველყოფას ემსახურება.

დაჯილდოების ცერემონიას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი მეგი ედიბერიძე ესწრებოდნენ.

 ღონისძიების ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა „ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ევროპულ ქარტიას”.

ქარტიაზე ხელმოწერა ნიშნავს, რომ დმანისის მუნიციპალიტეტი აქტიურად იბრძოლებს გენდერული თანასწორობისთვის, ხელს შეუწყობს ქალთა ჩართულობას ყველა სფეროში და შექმნის თანაბარ შესაძლებლობებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

 „ეს ჯილდოები და ქარტიაზე ხელმოწერა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ვაგრძელებთ ინოვაციური და საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელებას, რაც დადებითად აისახება ჩვენს მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე” – კობა მურადაშვილი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 271
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები