დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა და ის 6-18 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველ ბავშვებს მოემსახურება.
13 ივნ 2025
 
დმანისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა და ის 6-18 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველ ბავშვებს მოემსახურება.
ცენტრი, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ მიერ ფუნქციონირებს. პროგრამის თანადამფინანსებელია დმანისის მუნიციპალიტეტის მერია.
,,განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, ჩვენი სოციუმის სრულუფლებიანი წევრები არიან
და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისათვის ერთად უნდა შევქმნათ მათ საჭიროებებზე მორგებული გარემო. აღნიშნული პროგრამის მიზანი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების ჩამოყალიბებაა. მათთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებას სპეციალისტები უზრუნველყოფენ" - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა
დღის ცენტრის გახსნას დონორი ორგანიზაციები, საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი, მერიისა და
საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6178
 
 
 
სიახლეები
 

    2026 აგვისტო
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31
     
    სიახლეები
    ივლ 09 ხუთ 2026
    1803
    ივნ 24 ოთხ 2026
    1800