დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბჭოს წლიურ ანგარიშს გაეცნო.
21 ნოემ 2025
 
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბჭოს წლიურ ანგარიშს გაეცნო.
მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა საბჭოს მუშაობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის პრიორიტეტია მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა გააძლიეროს.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბჭო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი პრიორიტეტია, დმანისის ყველა მცხოვრებმა, თავი თანასწორად, დაცულად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ სოციალური მხარდაჭერა გავაძლიეროთ, არამედ ინფრასტრუქტურა, საჯარო სივრცეები, ყველასთვის კომფორტული და ადაპტირებული გავხადოთ“, - განაცხადა კობა მურადაშვილმა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბჭოს ანგარიშს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახა პეტრიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი ესწრებოდნენ. ანგარიში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა მეგი ედიბერიძემ წარადგინა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3069
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები