მიმდინარე წლის 6 იანვარს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი ლევან ამირიძე თანამშრომლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ეწვია დმანისის მუნიციპალიტეს. შეხვედრა გამგეობის საკონფერენციო დარბაზში დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სადაც ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. აფხაზეთის და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს მიულოცეს ახალი წელი და თექვსმეტივე ბენეფიციარს საშობაო საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელი პირები, ასევე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
ღონისძიება ორგანიზებული იყო დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ.
სიახლეები
აფხაზეთის ომის და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს საშობაო საჩუქრები გადაეცათ
09 იან 2017
მნახველთა რაოდენობა: 4765
სიახლეები
დეკ 28 შბ 2024
481
დეკ 28 შბ 2024
391
დეკ 24 სამ 2024
438
დეკ 20 პარ 2024
431
დეკ 30 ორშ 2024
839