დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ განთიადში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მერიის მხარდაჭერით, 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.
15 მარ 2026
 
​მიმდინარე სამუშაოები ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილთან ერთად დაათვალიერა.
​პროექტი სრულად ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ. ახალი სასწავლო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის დაპროექტებული და მოიცავს ყველა საჭირო რესურსს ხარისხიანი განათლებისთვის.
​„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება ახალგაზრდა თაობას ჯანსაღი და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობას აძლევს“, განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილის განცხადებაში.
 
მნახველთა რაოდენობა: 2721
 
სიახლეები
 
    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები