დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში ორი მასშტაბური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება
15 მარ 2026
 
დმანისში ორი მასშტაბური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება
​საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დმანისში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ორ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
​პროექტის დეტალები ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
​პროექტი მოიცავს დიდ და საბავშვო საცურაო აუზებს, ფიტნეს დარბაზებსა და კულტურულ-შემეცნებით სივრცეებს.
​მოეწყობა თანამედროვე ხელოვნურსაფარიანი სტადიონი 300-ადგილიანი ტრიბუნით, გასახდელებითა და სრული დამხმარე ინფრასტრუქტურით.
​დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის განცხადებით ორივე ობიექტი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დმანისში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ადგილობრივი სპორტსმენების მომზადებას.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3342
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები