დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სასულიერო პირებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში მოეწყო გამოფენები, საზეიმოდ გაიხსნა ახალი ქანდაკება და გაიმართა პანტომიმის თეატრის მსვლელობა. საგანგებოდ გამოყოფილ სივრცეებში განთავსდა საბავშვო და ფოტო ზონები, მოეწყო ფლორისტების კუთხე და ჩატარდა ისტორიული აქსესუარების მასტერკლასი.
სპორტის მოყვარულთათვის ჭადრაკსა და მკლავჭიდში ტურნირები გაიმართა, დღის განმავლობაში კი სადღესასწაულო კონცერტი მიმდინარეობდა. საზეიმო ღონისძიება ცაში ჰელიუმის ბუშტების გაშვებით დასრულდა.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 





































