საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ინიციატივით, დმანისის მუნიციპალიტეტში რეგიონული ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების ხელმძღვანელები და ბავშვთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდების პრაქტიკული მხარეები და ამ მიმართულებით უკვე არსებული წარმატებული მაგალითები.
შეხვედრის ბოლოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დმანისის ბავშვთა დღის და ადრეული განვითარების ცენტრსა და კამარლოს ალტერნატიულ სათემო საბავშვო ბაღს ეწვივნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ ბავშვთა სერვისებსა და მუშაობის სპეციფიკას.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































