დმანისის სიონში დასუფთავების აქცია გაიმართა
„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივით, 1 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტში, VI საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან – დმანისის სიონში, დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში ხე-მცენარეებისგან სრულად გაიწმინდა ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და ისტორიული ნაგებობების შემორჩენილი ნაწილები, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობასა და ისტორიული გარემოს შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
დასუფთავების სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის სერვის ჯგუფის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, კომპანია RMG-ის გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოხალისეები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივების მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ყოველწლიურად იზრდება.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“, კომპანია RMG-ს, მოხალისეებსა და აქციაში ჩართულ თითოეულ მონაწილეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































