დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ბავშვთა დეჰელმინთიზაციის პროგრამას აგრძელებს
20 იან 2017
 

ბავშვთა პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაციის პროგრამის ფარგლებში ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ჰუმანიტარული დახმარების სახით პრეპარატი ვერმოქსი (მებენდაზოლი) მიიღო.

,,აღნიშნული პრეპარატის გაცემა მიმდინარეობს დმანისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში 5 დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე" - განაცხადა ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ონანაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 30 ნოემბერიდან 3 დეკემბერის ჩათვლით დმანისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა გამოკვლევები 6 - დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰელმინთოზების პრეველანტობაზე. მუნიციპალიტეტში შერჩეულ იქნა 4 სკოლა და გამოკვლევები ჩატარდა ასკაროდოზზე, ენტერობიოზზე, ტენიარინქოზზე და ტრიქოცეფალოზზე. კვლევა განხორციელდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიის მიერ ( ექიმი ლაბორანტი თამუნა მამაცაშვილი). გამოკვლეული იქნა სოფლების - დიდი დმანისის, განთიადის, კარაბულახის, ველისპირის, გომარეთის და ქ.დმანისის N1 და N2 საჯარო სკოლები, სულ 200 ბავშვი. ეპიდკვლევა ხდებოდა შესაბამისი კითხვარების საშუალებით. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვა ჩართული იყო ზემოაღნიშნულ საქმიანობაში, კერძოდ კითხვარების შევსებასა და საორგანიზაციო საკითხები. კვლევა წარმოებდა სამი დღის განმავლობაში - 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე. კვლევის შედეგები მიეწოდა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას. კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ჰელმინთოზების პრევალენტობის დადგენა, რის შედეგადაც მოხდა ჰელმინთოზების სამკურნალო პრეპარატების უფასოდ მიწოდება მოსახლეობაზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6520
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    6
    მაი 15 პარ 2026
    7