მიმდინარე წლის 8 თებერვალს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქალთა ასოციაცია ,,თანხმობისა" და ,,მრავალენოვანი საქართველოს ქალების" წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს პროექტზე - „არა ოჯახურ ძალადობას!“ 2018 წლის ბოლომდე ქვემო ქართლის რეგიონში კრიზისული სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაა დაგეგმილი, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ბენეფიციარებს მოემსახურება. „პროექტი მოიცავს ქალთა ძალადობას ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. შევარჩიეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ვინაიდან ბოლნისს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება მსგავსი პროექტების წარმატებით განხორციელებაში. მოიწონეს ჩვენი წინადადება, რომლისთვისაც გამოგვიყოფენ შენობას, სადაც გავაკეთებთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს, საცხოვრისი 30 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი. ორი წლის განმავლობაში იმუშავებს პროექტი, რომელიც ვფიქრობ, შემდეგაც წარმატებით გაგრძელდება. ეს არ იქნება მხოლოდ თავშესაფარი, აქ იმუშავებს იურისტი, სოციოლოგი, ფსიქოლოგი, და ა. შ, რომლებიც ყველანაირ დახმარებას გაუწევენ ბენეფიციარებს, რათა სწორი კუთხით იქნას გამოსავალი მოძებნილი. პროექტის მიზანია აღმოიფხვრას ძალადობა, ეს იქნება ადგილი, სადაც ისწავლიან ძალადობის მსხვერპლნი დამოუკიდებლად ცხოვრებას, პრაქტიკიდან გამოჩნდება კიდევ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი ამ პრობლემების გადასაჭრელად“, – განაცხადა გამგებელთან შეხვედრისას პროექტის ექსპერტმა რიტა ხიდირბეგიშვილმა. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელების პროცესში დახმარებას დაპირდა. შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი - მეგი ედიბერიძე.
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქალთა ასოციაცია ,,თანხმობისა" და ,,მრავალენოვანი საქართველოს ქალების" წარმომადგენლებს უმასპინძლა
08 თებ 2017
მნახველთა რაოდენობა: 3781
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
123
დეკ 30 ორშ 2024
676
ნოემ 22 პარ 2024
597