დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე დმანისელს გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლი გადასცეს
08 თებ 2017
 

მიმდინარე წლის 8 თებერვალს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სოციალური აქციის ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე დმანისელს - თამრო ვიბლიანს გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლი პირადად გადასცეს.

,,ჩვენ სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, პერიოდულად ვახდენთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დამხმარე ეტლებით უზრუნველყოფას. დღეს გვქონდა მორიგი აქცია, რომლიც ეტაპობრივად გაგრძელდება" , - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.

გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ინფორმაციით ამ ეტაპზე დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თექვსმეტი პირის უზრუნველყოფა მოხდა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს ადგილობრივი ხელისუფლება ეტლებით მომავალშიც დაეხმარება. აღნიშნული ეტლების უზრუნველყოფას ახდენს საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3915
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები