დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

7 აგვისტოს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში მორიგი გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც პირადად უძღვებოდა რეგიონის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი. დღის განმავლობაში შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რამდენიმე პრიორიტეტული
08 აგვ 2015
 

ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ტეფნაძემ დეტალურად ისაუბრა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიისა და სოციალურად დაუცველთათვის საარსებო შემწეობის დანიშვნის საკითხის შესახებ. ამავე თათბირზე მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების წინაშე მოხსენებით წარდგა ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსი ეზეკი ინწკირველი-ჩხეიძე, რომელმაც მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა. მხარეებმა იმსჯელეს ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის აუცილებელ ერთობლივ სამომავლო ღონისძიებებზე. საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ქვემოქართლის რეგიონის დირექტორმა ვახტანგ გარდაფხაძემ ისაუბრა რეგიონში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტების გამგებლებმა დეტალურად განიხილეს რეგიონის მასშტაბით უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, ისაუბრეს გამოვლენილ ხარვეზებზე და დასახეს მათი მოგვარების გზები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3216
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები