დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,სახელმწიფო მოწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მოქალაქეთა მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში"
17 ივლ 2015
 
ჰორიზონტის გაფართოება: ,,გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის“ - პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,MercyCorps”- თანპარტნიორობით. პროგრამა შედგება სამი ძირითადი კომპონენტისაგან: 1.,,ქალთა ოთახი“ - ახალი მუნიციპალური სერვისი, რომელიც ქალებს გაუმარტივებს ინფორმაციასა და სხვადასხვა სერვისზე წვდომას და ხელს შეუწყობს გენდერული ცნობიერების ამაღლებას. 2.განათლების, კარიერისა და შესაძლებლობების ფონდი - ხელს შეუწყობს ქალებისა და გოგონების კარიერისა და განათლების შესაძლებლობების გაზრდას. 3.განათლება და სკოლები- შერჩეული პედაგოგებისთვის ჩატარდება სპეციალური ტრენინგები გენდერული თანასწორობისა და გოგონათა გაძლიერების პროგრამით. კომპონენტი ხელს შეუწყობს სკოლებში თემატური გაკვეთილების, ფაკულტატური მეცადინეობების, ინტერაქტიული სავარჯიშოებისა და როლური თამაშების ორგანიზებას. მოხდება მშობლების აქტიურად ჩართვა ბავშვების მიერ მომზადებულ მცირე პროექტებში, დისკუსიებში, ფილმების პრეზენტაციებში და ა.შ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის 17 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,სახელმწიფო მოწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მოქალაქეთა მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში" . ტრენინგს უძღვებოდა რევაზ ეგაძე, ანალოგიური ტრენინგები ჩატარდა ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, განსახილველი საკითხები მოიცავდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მოწყობას და მათი უფლებამოსილებების განსაზღვრას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას და კომპეტენციებს და მოქალაქეთა ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. ტრენინგს ესწრებოდნენ პედაგოგები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5112
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    25
    მაი 15 პარ 2026
    27