მიმდინარე წლის 13 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ჩატარდა ACF international ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში სადემონსტრაციო დღე, რომელიც ჩატარდა ფერმერ გიორგი ციხელაშვილის 0,5 ჰა მიწის ფართობზე. პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე ჯიშის ჟოლოსა და უეკლო მაყვალის სანერგე მეურნეობა, თანამედროვე მორწყვის სისტემის და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. სადემონსტრაციო დღის მოწყობის მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული ფერმერებისთვის ახალი საირიგაციო ტექნოლოგიების შესახებ ინფორმირება, თანამედროვე კენკროვანი კულტურების მაღალმოსავლიანობის და მათი მოვლა-მოყვანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სადემონსტრაციო დღეს ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ზაზა გოშუანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის სამმართველოს და დმანისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარები და ადგილობრივი ფერმერები. ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მონაწილეთა შორის და რამდენიმე ფერმერის მხრიდან გაჩნდა მსგავსი ტიპის ნაკვეთის მოწყობის იდეაც, ვინაიდან რეალურად შეაფასეს მაღალმოსავლიანი თანამედროვე კენკროვან კულტურაზე მოთხოვნა და პერსპექტივები. |
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მოეწყო თანამედროვე ჯიშის ჟოლოსა და უეკლო მაყვალის სანერგე მეურნეობა
14 ივლ 2015
მნახველთა რაოდენობა: 3319
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
114
დეკ 30 ორშ 2024
674
ნოემ 22 პარ 2024
594