დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პირველად დმანისში საქართველოს ღია ჩემპიონატი ძალისმიერ ორჭიდში, უსასრულო წოლჭიმში, უსასრულო ამოწევაში და ბიცეპსზე წონის აწევაში
22 ივნ 2015
 
ძალისმიერი სპორტის სართაშორისო გაერთიანების (INTERNATIONAL POWER SPORTS UNION), დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, ლიბერთი ბანკის, დმანისის ფილიალის და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილის ფინანსური, მორალური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 21 ივნისს ქ.დმანისში ჩატარდა „საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის შემდეგ სახეობებში: ძალისმიერ ორჭიდში, უსასრულო წოლჭიმში, უსასრულო ამოწევაში, არმლიფტინგში და ბიცეფსზე წონის აწევაში – IPSU-ს ვერსიით“. საქართველოს ღია ჩემპიონატში 100–მდე ნომინანტმა მიიღო მონაწილეობა: საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, სხვადასხვა სახელმწიფო, თუ კერძო უწყებიდან, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან და რუსეთის ფედერაციიდანაც. ღონისძიება ჩატარდა მაღალ ორგანიზაციულ დონეზე, რომელსაც ეწსრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, შსს–ს პრეს–სამსახური და შსს სახელით მონაწილე ძალისმიერი სპორტსმენებიც. საქართველოს ღია ჩემპიონატი ჩატარდა დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დარბაზში. ღონისძიება გახსნეს ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდენტმა ირაკლი ცხოვრებაშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ, ღონისძიების დასაწყისში ორგანიზატორებმა და დამსწრეებმა – წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. ჩემპიონატის ჩატარების ადგილად დმანისი არჩეულ იქნა იმ მიზეზით, რომ ძალისმიერი სპორტის საერთაშორსიო გაერთიანების ერთ–ერთი კლუბი იმყოფება დმანისში და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრთა უმრავლესობა არის სწორედ ამ კლუბის წევრი. ორგანიზაციის მიზანია ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია, სპორტსმენების განვითარებისა და წარმატების მხარდაჭერა, რეგიონებში სპორტული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა,. რაც ასევე დაკავშირებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან. სწორედ ამ მიზნების განსახორციელებლად დმანისის ძალისმიერი სპორტის კლუბს, “ლიბერთი ბანკის“ მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერის შედეგად ჩაუტარდება რემონტი და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა. შედეგები შემდეგია: ბავშვები 8–13 წელი: 1. გიორგი ჩაჩანიძე–ოქროს მედალი (დმანისი) მოზარდები 13–15: 2. გიორგი გელაშვილი –ოქროს მედალი (დმანისი) 3. მანუკი მარტიკიანი– ოქროს მედალი (დმანისი) მოზარდები 16–17 წელი: 4. აკაკი ჩხვიმიანი–ოქროს მედალი (დმანისი) 5. კახა ჩაჩანიძე– ოქროს მედალი (დმანისი) 6. შოთა კორტავა–ოქროს მედალი (ფოთი) 7. ლევან ბალახაძე– ოქროს მედალი(დმანისი) იუნიორები 18–19 წლის: 8. ვანო ანდიაშვილი–ოქროს მედალი (დმანისი) 9. ალი შახვერდოვი– ოქროს მედალი (აზერბაიჯანი, ბაქო) 10. ნიკა ჩახაია–ოქროს მედალი (თბილისი–სოხუმი) 11. შოთა კავლელაშვილი–ოქროს მედალი (დმანისი) 12. სერგო მარტიაშვილი–ოქროს მედალი (დმანისი) 13. მალხაზ ალაგარდაშვილი–ოქროს მედალი (დმანისი) 14. ნუგზარ გეჯაძე–ოქროს მედალი(თბილისი) 15. გიორგი წიფლაშვილი–ოქროს მედალი (თბილისი) 16. ჯამბულატ ხოფერია–ოქროს მედალი (თბილისი) იუნიორები 20–23 წელი: 17. ვასილო ბუჩუკური–ოქროს მედალი (დმანისი) 18. გიორგი დალაქიშვილი–ოქროს მედალი (დმანისი) 19. ინრი ონიანი–ვერცხლის მედალი (ბოლნისი) 20. ლევან თოიძე–ოქროს მედალი (გორი) 21. ირაკლი თუფურია–ოქროს მედალი (ზუგდიდი) 22. ნიკა უზნაძე–ოქროს მედალი (თბილისი) 23. ჭაბუკა ჭიღლაძე–ოქროს მედალი (თბილისი) 24. გიორგი გამზარდია–ოქროს მედალი (სოხუმი) ღია ასაკობრივი კატეგორია: 25. თეონა რუსაძე–ოქროს მედალი (ქუთაისი) 26. ბექა ასლანიშვილი–ოქროს მედალი (დმანისი) 27.ირაკლი ცინცაძე–ვერცხლის მედალი (თბილისი) 28.ზურაბ ჩხეტიანი–ოქროს მედალი (ქუთაისი) 29.გიორგი კვეტენაძე–ოქროს მედალი (თბილისი) 30. გელა პატიაშვილი–ოქროს მედალი (თბილისი) 31. დავით ვარდიაშვილი–ოქროს მედალი (თბილისი) 32. ირაკლი ცხოვრებაშვილი–ოქროს მედალი (სოხუმი) 33.ბოდაველი მიხეილ–ოქროს მედალი (თბილისი) 34. ჭელიძე ჯიმშერ–ოქროს მედალი (ქუთაისი) 35.ბებიაშვილი შალვა–ოქროს მედალი (შინაგან საქმეთა სამინისტრო) 36. დოღონაძე ამირანი–ოქროს მედალი (ქუთაისი) 37.ვასილ ასლანიშვილი–ოქროს მედალი (დმანისი) 38. გრიგორი სტეფანოვი–ოქროს მედალი (თბილისი) ვეტერანები: 39.გიორგი დარჩია–ოქროს მედალი (თბილისი) 40. ალექსანდრე დაუთაშვილი–ოქროს მედალი (დმანისი) 41.ზურაბ ჩანტლაძე–ოქროს მედალი (თბილისი) 42.კოტე დვალიშვილი–ოქროს მედალი (თბილისი) საქართველოს ჩემპიონატის აბსოლუტური ჩემპიონები (საუკეთესო შედეგები): წოლჭიმი: აბსოლუტური პირველი ადგილი გივი მარგველაშვილი. აბსოლუტური მეორე ადგილი ზურაბ ჩხეტიანი. აბსოლუტური მესამე ადგილი ნიკა ჩახაია. ამოწევა: აბსოლუტური პირველი ადგილი გივი მარგველაშვილი. აბსოლუტური მეორე ადგილი აკაკი ჩხვიმიანი. აბსოლუტური მესამე ადგილი ზურაბ ჩხეტიანი. ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული უდიდესი ადამიანური, ორგანიზაციული და ფინანასური თანადგომისათვის ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანება უდიდეს მადლობას უხდის ყოველ ადამიანს პირადად: ,,ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ბატონ პაატა ხიზანაშვილს, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს - ბატონ ედნარ მგელაძეს და სხვებს, დმანისის გამგებელს ბატონ გოგი ბარბაქაძეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ლერი ბერუაშვილს, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, ,,ლიბერთი ბანკს“ და მის წარმომადგენელს დმანისში ბატონ გიორგი ნამორაძეს, ასევე ყველა დმანისელს, ვინც ჩვენს გვერდით იდგა და გვეხმარებოდა“ ისაუბრა ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდენტმა ირაკლი ცხოვრებაშვილმა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3657
 
 
 
სიახლეები
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები