დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დმანისში
01 ივნ 2015
 
მიმდინარე წლის 1 ივნისს დმანისის ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც გაიმართა ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში. პატარები გაართეს მინი და მიკი მაუსის ფორმებში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა, გაიმართა შეჯიბრი ცარცით ხატვაში, ცეკვასა და სიმღერაში. აღნიშნული ღონისძიების განხორციელებაში დმანისელ ახალგაზრდებს მხარი დაუჭირა ააიპ დმანისის სკოლამდელი აღზრდის სამსახურმა და ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა. პატარებს დღესასწაული მიულოცეს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6494
 
 
 
სიახლეები
 

    2026 აგვისტო
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31
     
    სიახლეები
    ივლ 09 ხუთ 2026
    1811
    ივნ 24 ოთხ 2026
    1809