დმანისის მუნიციპალიტეტში გუშინ გომარეთობა აღნიშნეს. სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კახაბერ გუგეშაშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ბარბაქაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. გომარეთში ასევე იმყოფებოდა ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია მოადგილესთან, ლაშა ლობჯანიძესთან ერთად. ამ დღესთან დაკავშირებით გომარეთში გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება. დღის განმავლობაში გამართული ასპარეზობების დროს გამოვლინდნენ გამარჯვებულები ქართულ ჭიდაობაში, დოღში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში. გომარეთლების განწყობაზე ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად იზრუნა გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გორდელამ“ (თსუ). საზეიმო კონცერტის მსვლელობისას მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ბარბაქაძემ დამსახურებული და ღვაწლმოსილი გომარელები დააჯილდოვა. მამა დიონისეს (გვარამაძე), ლია ირემაძესა და თამარ გოცირიძეს გუბერნატორის ადმინისტრაციის სპეციალური სიგელი გადასცა კახაბერ გუგეშაშვილმაც. გომარეთობა უკვე 10 წელია აღინიშნება. ადგილობრივები ამ დღეს ტრადიციულად სულთმოფენობის დღესასწაულზე ზეიმობენ. |
სიახლეები
გომარეთობა 2015
01 ივნ 2015
მნახველთა რაოდენობა: 3602
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
119
დეკ 30 ორშ 2024
675
ნოემ 22 პარ 2024
596