დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე გამართულ შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ
13 თებ 2017
 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობების მხარდაჭერით, რუსთავის მერიის სათათბირო დარბაზში, ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის თემა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, დისკრიმინაციის აკრძალვა, გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა იყო. ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ იფორმაციის მიწოდებას. 
ტრენინგს ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7110
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    25
    მაი 15 პარ 2026
    27