მიმდინარე წილის 17 თებერვალს სოფელ ბოსლებში საბავშო ბაღი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივი თვითმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეა სართაშორისო კავკასიაში“ დაფინანსებით განხორციელდა. შეხვედრას ესწრებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელი პირები. „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ ბაღს გახსნის დროს კიდევ ერთი საჩუქარი გადასცა ლეპტოპის და პრინტერის სახით, ხოლო ბავშვები რბილი სათამაშოებით და ილუსტრირებული წიგნებით გაახარეს. მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა კი პატარებს პლაზმური ტელევიზორი და მუსიკალური ხმის გამაძლიერებელი აპარატი გადსცა საჩუქრად. სოფელში ბაღი პირვლად გაიხსნა. მშობლების მრავალწლიანი მოთხოვნის მიუხედავად წლების განმავლობაში თხოვნა თხოვნად რჩებოდა. ახლა ჩვენს საბავშო ბაღში ქართველ აღსაზრდელებთან ერთად აზერბაიჯანელი ბავშვებიც ივლიან. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი გარემო და ინტერიერი, შექმნილი კომფორტული პირობები ჩვენც პედაგოგებს ხალისს და ენერგიას გვმატებს უფრო მეტი ენთუზიაზმით ვიმუშაოთ პატარა აღსაზრდელებთან , ისაუბრა ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის“ სამსახურის უფროსმა-ნინო ოქრიაშვილმა. ამავე დღეს მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ „საქართველო - აზრბაიჯანის ინვალიდთა კავშირის“ წევრები მათ მხარის გუბერნატორთან და თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დმანისში მცხოვრებ ინვალიდებს სპეციალური ინვალიდის ეტლები გადასცეს საჩუქრად. |
სიახლეები
სოფელ ბოსლებში საბავშო ბაღის გახსნას ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი დაესწრო.
17 თებ 2015
მნახველთა რაოდენობა: 3635
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
123
დეკ 30 ორშ 2024
676
ნოემ 22 პარ 2024
597