| მიმდინარე წილის 17 თებერვალს სოფელ ბოსლებში საბავშო ბაღი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივი თვითმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეა სართაშორისო კავკასიაში“ დაფინანსებით განხორციელდა. შეხვედრას ესწრებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელი პირები. „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ ბაღს გახსნის დროს კიდევ ერთი საჩუქარი გადასცა ლეპტოპის და პრინტერის სახით, ხოლო ბავშვები რბილი სათამაშოებით და ილუსტრირებული წიგნებით გაახარეს. მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა კი პატარებს პლაზმური ტელევიზორი და მუსიკალური ხმის გამაძლიერებელი აპარატი გადსცა საჩუქრად. სოფელში ბაღი პირვლად გაიხსნა. მშობლების მრავალწლიანი მოთხოვნის მიუხედავად წლების განმავლობაში თხოვნა თხოვნად რჩებოდა. ახლა ჩვენს საბავშო ბაღში ქართველ აღსაზრდელებთან ერთად აზერბაიჯანელი ბავშვებიც ივლიან. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი გარემო და ინტერიერი, შექმნილი კომფორტული პირობები ჩვენც პედაგოგებს ხალისს და ენერგიას გვმატებს უფრო მეტი ენთუზიაზმით ვიმუშაოთ პატარა აღსაზრდელებთან , ისაუბრა ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის“ სამსახურის უფროსმა-ნინო ოქრიაშვილმა. ამავე დღეს მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ „საქართველო - აზრბაიჯანის ინვალიდთა კავშირის“ წევრები მათ მხარის გუბერნატორთან და თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დმანისში მცხოვრებ ინვალიდებს სპეციალური ინვალიდის ეტლები გადასცეს საჩუქრად. |
სიახლეები
სოფელ ბოსლებში საბავშო ბაღის გახსნას ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი დაესწრო.
17 თებ 2015
მნახველთა რაოდენობა: 5963
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
266
ივნ 24 ოთხ 2026
275
ივლ 05 კვ 2026
1042
ივლ 04 შბ 2026
1043
ივნ 29 ორშ 2026
1197

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































