მიმდინარე წლის 21 აპრილს დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, დედაენის და სიყვარულის დღე აღინიშნა.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ქალაქ დმანისის სამივე საჯარო სკოლისა და სოფლების: განთიადის, ჯავახის, ბოსლების, მაშავერის, დიდი დმანისის, ვარდისუბნის, გომარეთის პირველი კლასის პედაგოგები. მოწვეული იყო ასევე სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის დამსახურებული ფილოლოგი ზამირა ორქიაშვილი, რომელმაც საკუთარი ლექსი წაიკითხა. პედაგოგებს დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა ,,ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის" დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა ჯუმბერ კოპალიანმა.
დამსწრე საზოგადოებას მისალოცი სიტყვით მიმართა მამა გიორგიმ და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ - ზაზა გოშუანმა.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ააიპ „დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა შემოქმედებითი სტუდიები.
ფოიეში მოეწყო ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები და დაინტერესებული საზოგადოება.